სტატიები თემაზე: ანგარიშსწორება

როგორ შევიძინო ნივთი?

პირველად აფორმებ შეკვეთას?


გაეცანით ვიდეოს ან ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.



Dressup.ge-ზე პროდუქციის შესაძენად აირჩიეთ ღილაკი "ავტორიზაცია" შემდეგ "რეგისტრაცია" და შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი.


შეავსეთ ჩანთა?


შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები, სხვადასხვა კატეგორიიდან. გამოიყენეთ ზომების ცხრილი, შერჩეული მოდელი კი დაამატეთ ჩანთაში.


  • გთხოვთ გაითვალისწინოთ: შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო ჩანთაში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ  იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს dressup.ge - იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.


გაინტერესებთ როგორ გააფორმოთ შეკვეთა?


შევსებული ჩანთიდან დააჭირეთ ღილაკს "შეკვეთის გაგრძელება". დაამატეთ სასურველი მისამართი და დასვით პინი რუქაზე, მარტივად, რომ გიპოვოთ დრესაპ კურიერმა. ბოლოს კი დააჭირეთ ღილაკს "შენახვა და გაგრძელება". რაც მთავარია არ გამოგრჩეთ შენახული მისამართის მონიშვნა.


იმისათვის, რომ ონლაინ შოპინგი უფრო კომფორტული იყოს, აირჩიე 5 მიტანის სერვისიდან თქვენთვის სასურველი.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ: აქციის დღეებში მიწოდების ყველა მეთოდი შესაძლოა არ იყოს აქტიური, სისტემა ჩამონათვალში გიჩვენებთ მხოლოდ იმ მომენტისთვის აქტიურ საკურიერო სერვისს, ასევე აქციის პერიოდში შესაძლებელია მიწოდების ვადები გაიზარდოს, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად იქნება განთავსებული მიწოდების იმ მეთოდში, რომელსაც აირჩევთ პროდუქციის შეძენის დროს.


გადახდის მეთოდები:


Dressup.ge - ზე გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და Amex ბარათის მეშვეობით, თიბისი ბანკის ერთგული ქულებით, საქართველოს ბანკის PLUS და American Express-ის MR ქულებით. ასევე Apple Pay და Google Pay- ის დახმარებით.

დამატებით შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ და TBC ბანკის გადანაწილების გადახდის მეთოდით.


შეკვეთის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა" შემდეგ კი მიუთითეთ ბარათის მონაცემი.




განახლებულია: 11/06/2025

დაგეხმარათ ეს სტატია?

გააზიარეთ თქვენი გამოხმაურება

გაუქმება

მადლობა!