სტატიები თემაზე: ანგარიშსწორება

შესაძლებელია თუ არა ონლაინ განვადებით სარგებლობა?

Dressup.ge - ზე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ - ნაწილ და თბს ბანკის გადანაწილების გადახდის მეთოდით, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით, სასურველ პერიოდზე.

საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით შესაძლებელია ღირებულების გადახდა ზუსტად 4 ტოლ ნაწილად.

ლიმიტი: მინიმუმ 45, მაქსიმუმ 5000 ლარი;
ვადა: 4 თვე;
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0%;
გადახდა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე Dresuup.ge. ნაწილ-ნაწილის გადახდის მეთოდით სარგებლობისთვის საჭიროა კალათში მოხდეს სასურველი ნივთის განთავსება და ყიდვასას, გადახდის მეთოდში აირჩიოთ „საქართველოს ბანკი ნაწილ-ნაწილ გადახდა”. შეკვეთის ღირებულებაში გათვალისწინებულია მიტანის საფასური.



თიბისი ბანკის განაწილებით ნივთის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი საკომისიოების გარეშე. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არის დამტკიცებული განაწილების ლიმიტი. ლიმიტის შემოწმება შესაძლებელია თიბისის მობაილ ბანკში.

ლიმიტი: 100 - 5000 ლარი
ვადა: 4 თვე
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0%
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია კალათში მოხდეს სასურველი ნივთის განთავსება და გადახდის მეთოდში აირჩიოთ „თიბისი ბანკის განაწილებით გადახდა”. შეკვეთის ღირებულებაში გათვალისწინებულია მიტანის საფასური.


გთხოვთ გაითვალისწინოთ: ნაწილობრივი გადახდით შეძენის შემთხვევაში, ნაწილი პროდუქციის დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

განახლებულია: 05/09/2024

დაგეხმარათ ეს სტატია?

გააზიარეთ თქვენი გამოხმაურება

გაუქმება

მადლობა!